Thursday, January 24, 2013

ვარჯიშის წესები


5 წესი, რომელიც აუცილებელია იცოდეთ ფიტნეს ვარჯიშების დროს
1. არასოდეს არ დაიწყოთ ვარჯიში მშიერ მდგომარეობაში 
აუცილებელია მიირთვათ  ვარჯიშამდე 2 საათით ადრე. სასურველია მიიღოთ დაბალი ნახშირწყლების შემცველი ან ცილოვანი პროდუქტები. ეს მოგცემთ საშუალებას ივარჯიშოთ დიდხანს და ინტესნიურად. აუცილებელია ამ გრაფიკის დაცვა. შესაბამისად, ეფექტიც მიმზიდველია თუ დაცულია ეს წესი. არ თქვათ უარი საუზმეზე, თუ გინდათ გახდეთ, ამ შემთხვევაში ეს ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს კალორიების შემცირებას, მიირთვით დღეში 4–5– ჯერ, 400–500 კალორია.


2. ვარჯიშის დროს აუცილებელია სწორი სუნთქვა
თუ თქვენ ასრულებთ ფიზიკურ ვარჯიშებს, აუცილებელია ორგანიზმს ასწავლოთ სწორი სუნთქვა. ვარჯიშის შედეგიც გაიზრდება. სუნთქვა ვარჯიშის განუყოფელი ნაწილია. ეს ხსნის იმას, რომ სუნთქვითი სისტემა დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან, და ისიც ასევე რიტმულად მუშაობს, როგორც ჩვენი გული და ასევე რიტმულად და ინტენსიურად  მოძრაობს როგორც სისხლი. ეს პროცესი მით უფრო ინტენსიურია,  თუ ვასრულებთ ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშებს, ამ შემთვევაში  „ამოსუნთქვა–ჩასუნთვის“ რითმი უფრო გამიზნული და სწორი უნდა იყოს. უნდა ვაკონტროლოთ ეს პროცესი. სწორი სუნთქვის მიღწევის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ ფენომენალურ შედეგსა და ეფექტს. ეს მით უფრო სასრგებლოა საკუთარი ჯანმრთელობისთვის და  სიჯანსაღისთვის. 







3. ვარჯიშის დროს მკაცრად აკონტროლეთ დატვირთვის დონე
ინტენსიური დატვირთვა, მიზანშეწონილია ვარჯიშის ბოლოს, ორგანიზმს სჭირდება დაახლოებით 5 წუთი ვარჯიშიდან, რათა დაიწყოს ცხიმების წვა. მაგ, თუ თქვენი ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთია, ცხიმები იწვება მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში. ამიტომ ის უნდა იყოს უფრო ინტესნიური. ვარჯიშის დაწყება მიზანშეწონილია მსუბუქი ილეთებით, შემდეგ ნელ–ნელა გადადით ძლიერ დავალებებზე. დაიმახსოვრეთ, რომ ვარჯიში აუცილებელი და მიზანშეწონილია დღე გამოშვებით. 



4. ხშირად შეცვალეთ ვარჯიშის სახეობა

ერთიდაიგივე ილეთს ორგანიზმი ეჩვევა, და შესაბამისად მისი ეფექტიც ეცემა. შეცვალეთ, როგორც დატვირთვის ძალა, ასევე მისი სახეც. 



5. გააკეთეთ შესვენება ანუ გაჭიმვითი ვარჯიშებიყოველი დატვრითვის შემდეგ
სხეულის მოქნილობა თავისთავად კარგია. დაღლილი კუნთების გაჭიმვა, ორგანიზმს რელაქსაციის საშუალებას აძლევს. ეს აგაცილებთ თავიდან კუნთების ტკივილს. ვარჯიშის პროცესში თავი უნდა იგრძნო აუცილებლად დაღლილად, დატვრითულად, დაჭიმულად, თუმცა კომფორტულად. 




No comments:

Post a Comment